კრემლმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი კონსულტაციების მიზნით მოსკოვში გაიწვია.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განხილვის მიზნით ჩავა.
მოსკოვი დაინტერესებულია, გაარკვიოს რა გზებით შეიძლება გამოსწორდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომელიც მათივე განცხადებით, ვაშინგტონმა ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია, დადებითად უპასუხა.











