კრემლმა გაამხილა, რომ ვლადიმერ პუტინი Sputnik V-ის ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი მარტის თვეში აიცრა, თუმცა კრემლი არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ვაქცინა გამოიყენეს პუტინის იმუნიზაციისთვის.
ასევე, მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით, ვლადიმერ პუტინს ვაქცინა პირდაპირ ეთერში არ გაუკეთებია.











