შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოს დღეს ეწვევა.
სწორედ მას დააკისრა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან შეთანხმებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში პლებისციტთან დაკავშირებული ახალი იდეები აქვთ.











