ამ წუთებში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა იმართება.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. „ქართული ოცნებიდან“ შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი, რომლებსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კრისტიან დანიელსონი პარტიების წარმომადგენლებს გუშინაც შეხვდა, რათა დღევანდელი ერთობლივი შეხვედრა მოემზადებინათ.











