“ეს არ ყოფილა გადინების პირველი ეტაპი, ეს იყო ერთჯერადი ქმედება. ამ ადამიანებმა უნდა აგვიხსნან და დაგვარწმუნონ თავისი ნაბიჯების სისწორეში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა.
„ყველაზე მთავარი კითხვა არის შემდეგი: ეს პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს საზოგადოებას. ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ იყო კრიტიკა „ქართული ოცნებისადმი“. ალბათ, რაიმე სიბრძნეს არ ვიტყვი, როცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ კრიტიკა მარტივია, საქმის კეთებაა ძალიან რთული. მათ ბოლო დღეების განმავლობაში ოცნების კრიტიკის გარდა, არაფერი უკეთებიათ და ეს არ არის პოლიტიკური კაპიტალი, რის გამოც მათ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეთ“, – განაცხადა დავით სერეეგნკომ.
შეგახსენებთ, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.










