fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„კრიზისი გარდაუვალია, რაც რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს” – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

16:08 ნოემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოვიდპანდემიის ფონზე, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს  ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში აფასებს.

ექსპერტი ოპოზიციის მოთხოვნას, ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, არარელურს უწოდებს. მისივე თქმით,  ბევრად უფრო რეალურია, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

გია ხუხაშვილი: ამ მოცემულობით, ხელახალი არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად არარეალურია. ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ბევრად უფრო რეალურია, შეთანხმების მიღწევა, რომ გარკვეულ შემთხვევაში მოგიანებით დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

– რა შეიცვლება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით?

– დღეს ქვეყანაში იმ ტიპის პოლიტიკური კრიზისია, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც რიგგარეშე არჩევნებით დამთავრდება. იმ ლეგიტიმაციით, რაც დღეს ხელისუფლებას აქვს, შეუძლებელია, რომ ხელისუფლება იმართებოდეს. ასე, რომ კრიზისი გარდაუვალია, რაც რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს. სჯობს, ეს გარკვეული კონსენუსუსის საფუძველზე მოხდეს, ვიდრე რყევებით.

– პოლიტიკურ ველზე ხედავთ ძალას, რომელიც ქვეყანას ეფექტურად მართავს?

– მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ სპექტრში ვერცერთ ძალას, რომელიც კარგად მართავს ქვეყანას, მათ შორის, საუბარი მაქვს „ქართულ ოცნებაზე“. რადგან ქვეყნის მართვა ცალ-ცალკე ეფექტურად  არავის შეუძლია, სჯობს, ერთად მართონ, რათა პოლიტიკური კრიზისები თავიდან ავიცილოთ.

– იმ ოპოზიციური პარტიების მიერ, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ქვეყნის მართვა რამდენად ეფექტური იქნება?

– მე გამიკვირდება, თუ ოპოზიციაში დაპირისპირება არ იქნება. ოპოზიცია ერთი პარტია ხომ არ არის, იქ არის ბევრი პარტია, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან. მათი თანამშრომლობა არის თემატური თანამშრომლობა, სადაც სააკაშვილი ყველას არ მოსწონს. მინისტრთა კაბინეტის განხილვა ქუჩიდან თავისთავად უკვე არაადეკვატურია. რატომ ლაპარაკობენ ახლა ამ თემებზე, ჩემთვის გაუგებარია.

– საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოწოდებას, საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დაუსახელონ. რეალურად, სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელია?

– მერამდენედ ელიან მიშას, ის ჩამოვა მხოლოდ სერიოზული გარანტიების მიღების შემთხვევაში, ასეთი გარანტიები არ არსებობს,  ამიტომ მას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თეგები: გია ხუხაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება” ცდილობს, პარლამენტში „პალაჟენია” აღადგინოს

ივნისი 9, 2021
791
პოლიტიკა

შიშით შეპყრობილი ხელისუფლების უკანასკნელი ნავსაყუდელი – ხუხაშვილი კობახიძის განცხადებაზე

ივნისი 5, 2021
797
პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემაა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა

ივნისი 2, 2021
803

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია