ალბათ, რაღაც დროის შემდეგ, საქართველოში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლებს ძველს,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ევროპის ბევრ ქვეყანაში, პანდემიის მესამე ტალღაა გამოცხადებული და შეზღუდვებს აწესებენ. ეს სწორედ ვირუსის ახალი შტამებითა და ვარიანტებითაა გამოწვეული. დომინირებისკენ განსაკუთრებითაა მიდრეკილი ბრიტანული შტამი.
ალბათ, რაღაც დროის შემდეგ, საქართველოში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლებს ძველს. ეს უფრო აგრესიული შტამია; საშუალო ასაკის ადამიანებს უფრო მეტად აზარალებს და, რაც ყველაზე ცუდია, ინტენსიური და რეანიმაციებიდან დიდი ხანი ვერ ეწერებიან პაციენტები. დაახლოებით, 15, 20, 21 დღეა დაყოვნების საშუალო დრო. ეს ერთი კვირით მეტია, ვიდრე – წინა შტამის შემთხვევაში. ვირუსის გავრცელების პოტენციური მაჩვენებლები გაიზრდება. ამაზე ზეგავლენის რამდენიმე გზა არსებობს: პირბადე, შეზღუდვები, ანუ მობილობის ხელოვნურად დაქვეითება და ვაქცინაცია“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.











