იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდის ახალი შტამის გამოკვლეული შემთხვევების უმეტესი ნაწილი ბავშვებში ჭარბობს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ბრიტანეთში გამოკვლეული 1000-ზე მეტი შემთხვევიდან, ახალი შტამის მატარებლებში ბავშვთა ასაკი ჭარბობს. ჩვენ მთელი ეპიდემიის განმავლობაში დამშვიდებულები ვიყავით, რომ ბავშვები ნაკლებად მოწყვლადი ჯგუფი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს მძიმე ინფექციაა, უბრალოდ უფრო მეტი ამ ახალი შტამით დაავადებულებში არიან შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალგაზრდა ადამიანების იმუნური სისტემა უკეთესად ფუნქციონირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადების სიმძიმეში არ გადაითარგმნება“, – განცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
https://ptn.primetime.ge/ratom-miipqhro-kovidis-akhalma-shtamma-metsnierebis-qhuradgheba-ra-unda-vitsodeth-mis-shesakheb-mimokhilva/









