„ვაქცინა ჩვენს ორგანიზმში არ რჩება. ის რამდენიმე დღეში ჩვენს ორგანიზმში უბრალოდ არ იძებნება“,-ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა
„მოსახლეობაში გარკვეული სკეპტიციზმი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ვაქცინები, რომლებიც სახელდახელოდ დამზადდა, იქნება უფრო ზიანის მომტანი და მან შეიძლება რამე დაგვიზიანოს. ვაქცინაც არის მედიკამენტი, შესაძლოა მასთანაც იყოს ასოცირებული გვერდითი მოვლენა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს გვერდითი მოვლენაც არ არის დროში უსასრულოდ გაწელილი. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები 2-3 დღეში ქრება. ვაქცინა ჩვენს ორგანიზმში არ რჩება. ის რამდენიმე დღეში ჩვენს ორგანიზმში უბრალოდ არ იძებნება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.











