კორონავირუსის ახალმა შტამმა შეძლო, უფრო ადვილად გადაეცეს ერთიდან მეორე ადამიანს, შესაბამისად, გაზარდოს ავადობის საერთო სურათი და ეპიდემიის ტრაექტორია აღმავალი გახადოს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„არის ვარაუდი, რომ ახალ შტამს არ შეეძლება ავადობისა და სიკვდილობის მონაცემების გაზრდა. ასევე, არ შეეძლება, იმუნური სისტემა ვაქცინას „დაუსხლტეს“ და გვერდი შემოუაროს და ერთხელ ინფიცირებული ადამიანები მეორედ ინფიცირების რისკის ქვეშ დააყენოს“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.










