კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან შეზღუდვა კუს ტბის საბაგირო გზაზეც წესდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
კუს ტბის საბაგირო გზის მუშაობის გრაფიკი იცვლება. საბაგირო მგზავრებს დროებით, 22:00 საათის ნაცვლად, 10:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.









