fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კუჭავა: ჩვენი მიზანი 2024 წლამდე იქნება ის, რომ განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც სამართლებრივად და ცხოვრების დონით ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს

23:25 ივნისი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
773
ნახვა

,,ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო კარგები, ძლიერები და დამოუკიდებლები, უფრო დემოკრატიულები და მაქსიმალურად შევერწყათ იმ კულტურულ , სისტემურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. ჩვენი მიზანი 2024 წლამდე იქნება ის, რომ განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან სამართლებრივად და ცხოვრების დონით. რაც ყველაზე მთავარია, გააუმჯობესებს საქართველოში ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ჩვენ მიმზიდველს გაგვხდის ევროკავშირისთვის, რომ გვითხრან, მოდით, გახდით ჩვენი წევრები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია, რომ ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნოს და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.

,,განცხადება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განცხადების გაკეთება დღესაც შეგვიძლია, მაგრამ ეს განცხადება არ იქნება განხილული, რადგან გვეტყვიან, რომ დასასრულებელი გაქვთ კიდევ ბევრი საკითხი, რომელის შემდგომაც ჩვენ თქვენს განცხადებას განვიხილავთ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის გარდაუვალი და ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რაზეც ყველა თანხმდება, მითუმეტეს საპარლამენტო ფორმატში, ის საკითხები, რომელიც ამ მხრივ მნიშვნელოვანია, უნდა გადაწყდეს კონსესუსის საფუძველზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კამათი, არგუმენტირებული კამათი მითუმეტეს აუცილებელია და ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ იმ მთავარი მიზნის გარშემო, რაც გაგვაჩნია, აუცილებელია ამ კუთხით ვიყოთ ერთიანები. ნიშანდობლივია და უნდა აღინიშნოს რეზოლუცია, საპარლამენტო განცხადება ნატოს სამიტის წინ, რასაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი. ეს არი იყო დოკუმენტი, რომელიც დავდე მაგიდაზე, იყო პროცესი, დაიგზავნა ყველა მხარესთან, ვისაც სურვილი ჰქონდა, შენიშვნები გამოხატა, გარკვეულწილად ავსახეთ და ეს იყო ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი. ჩვენგან აუცილებელი იყო კიდევ ერთი მკაფიო განაცხადი ამასთან დაკავშირებით. იგივე ხდება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველა პოლიტიკური ძალა, რომ ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს ხალხზე ვიზრუნოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე. ეს არ მოიცავს მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას და ჰარმონიზაციას, აქ მნიშვნელოვანია იგივე კულტურული კომპონენტი. როგორც იტყვიან, შტურმით უნდა ავიღოთ ბრიუსელი და ევროპა, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ყველა მხარე საქართველოსი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მათთვის გახდეს ორგანული ნაწილი და არა ფორმალობა, რომ მხოლოდ წევრები გავხდეთ“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

თეგები: ევროკავშირიკახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
მსოფლიო

ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის ახალი წესების შემოღებას გეგმავს

ნოემბერი 25, 2021
886
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია