fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კუჭავა: გვქონდა შემთხვევა, როცა შეეცადნენ სასესიო დარბაზის ბლოკირებას, შემოიჭრნენ კიდეც, ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, ავამოქმედო უსაფრთხოების რეჟიმი

13:20 ივლისი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

სასესიო სხდომის დროს, დარბაზში შემოსვლის უფლება არ აქვს დეპუტატების გარდა არავის,- ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ, ბიუროს სხდომაზე  “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის  საპასუხოდ განაცხადა.

კუჭავას თქმით, სასესიო დარბაზში არეულობის გამო ბოლო ორი რიგგარეშე სხდომიდან ერთი ჩაიშალა.

“სასესიო სხდომის დროს, დარბაზში შემოსვლის უფლება არ აქვს დეპუტატების გარდა არავის, ჟურნალისტებიც არიან შესაბამის ადგილას გამწესებულნი. გვქონდა შემთხვევა, როდესაც შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში, ეს ხომ რეალობაა.

თქვენ გაახსოვთ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა, როგორ წარიმართა. ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ჩაიშალა კიდეც. წესრიგი ახსნეთ -ზუსტადაც წესრიგი არის მთავარი, რაც უნდა უზრუნველვყო მე და სამწუხაროდ, ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა, ეს ხდება წლების განმავლობაში, როდესაც მოქმედებს შესაბამისი უსაფრთხოების წესრიგი, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე უზრუნველვყოფ ამას, რომ წინასწარ მოგეწოდოთ თქვენც, ფრაქციებს, ყველას ინფორმაცია, რომ იმოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, დღეს დღეს საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არ შეუშვეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სვიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით ახსნეს.

“პარლამენტში არ შეგვიშვეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განცხადების გაკეთება გვინდოდა ქალ დეპუტატთა მიმართ ძალადობის დასაგმობად, თუმცა უსაფრთხოების ზომების გამო, არ შეგვიშვეს, საფრთხე ვყოფილვართ თურმე. აღარ ვიცი რა ვთქვა, ძალიან დიდი სირცხვილია.”,- წერს ნიკა სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ფაქტს გამოეხმაურა პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანის შეზღუდვა სრულიად უსაფუძვლოდ.

“სხვაგვარად აზრი არ აქვს საშვების სისტემას, ან ადამიანების მოწვევას, თუ უცებ ვიღაც გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა შემოუშვას პარლამენტში”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეგები: კახაბერ კუჭავაპოლიტიკა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს -კელი დეგნანი

თებერვალი 6, 2022
789
პოლიტიკა

მივემგზავრები უკრაინაში, რათა დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა – მამუკა ხაზარაძე

იანვარი 30, 2022
771
პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ლიდერები დღეს სამეგრელოში ჩავლენ

იანვარი 30, 2022
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია