თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს – აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ ბრალდებულების დაუსწრებლად იმსჯელა. ისინი იძებნებიან.
ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს, დღის საათებში დაჭრეს – ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ორი პირი იძებნება.











