საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი, „ევროპული საქართველოს“ კი სამი პროცენტი.
გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს, „გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, პარტია „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი.
არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.













