“მოლაპარაკებასა და შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს და როცა ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი ასეთ ჩამშლელ განცხადებას აკეთებს, ეს ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან მოლაპარაკების მომხრე, როცა ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ასევე სხვა პარტიებს, რომ ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების მანდატით, მოლაპარაკებები გაგრძელდება. მოლაპარაკებასა და შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს და როცა ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი ასეთ ჩამშლელ განცხადებას აკეთებს, ეს ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის მხარე, რომელსაც მოლაპარაკება არ სურს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.









