fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია – ელისო ბოლქვაძე

19:06 ივნისი 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
936
ნახვა

„ჩემი ქვეყნისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია – წერს ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოდან შორს მყოფისთვის, ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, როცა ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.

„ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა.

როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ.

პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. ოცნებამ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებულება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია.

ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.

ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ქართული ოცნება დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელისულებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა!

ეს იყო ქართული ოცნების სულის ჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება -დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
“ქართულმა ოცნებამ” მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები.12 ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს.

შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს არის უკვე კარგია!
ეს უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა.
საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული.

ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა.

მერწმუნეთ,საქართველოდან შორს მყოფისთვის,ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი.

დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მიპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.

საქართველოსთვის უკვე 7 წელია ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა.ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა.

სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით!

მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა.

ქვეყანა კი ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე !!
სააკაშვილმა თავისი მართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია.

უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთიდაიგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა.ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით.

პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა,ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის.

იგი პრინციპულად უარის ამბობს საკუთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მახსოვს, 2011 წელს მან ყურადრება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით.

უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები,ასობით გარემონტებული სკოლები,კომპიუტერიზაცია.

ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს “ფონდი ქართუ”-ს მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე!

როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ ავღნიშნო ფონდი “ქართუს” უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში.ერთი წამით წარმოიდგინეთ რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა ქართუ!!
მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებილი თეატრები,ბოტანიკური ბაღები,”ციცინათელაც“, ბლექსი არენა, დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც გრავიტაციის და მწვანე ტურიზმის ოაზისად მოგვევლინება.

გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა , ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ ,თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური…და ესეც კარგია!

დიახ, სწორდაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები

ცხოვრებამ თვით უნდა აქციოს ნორმად განვითარების დინამიურობა-ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი რაც ზევით ჩამოვთვალე.

მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე.როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე.

ჩემი ქვეყანისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ ქართულ ოცნებას-პარტიამ , რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!

” – წერს ელისო ბოლქვაძე.

თეგები: ელისო ბოლქვაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს

ივნისი 4, 2021
796
საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს შეხვდა

მარტი 30, 2021
867
პოლიტიკა

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თეა წულუკიანთან ერთად ვმუშაობ – ელისო ბოლქვაძე

მარტი 26, 2021
910

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია