ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში, ინგლისში სრულად ვაქცინირებულ 51,281 ადამიანიდან კოვიდით მხოლოდ 256 მათგანი გარდაიცვალა.
მაშინ, როდესაც იგივე პერიოდში არავაქცინირებულ პირებში ლეტალობის მაჩვენებელი 38,964-ს უდრიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
„კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინირებულ პირებში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე იმათში, რომლებსაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ“,- განაცხადა ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯული სტანბოროუმ.











