გენომის სეკვენირება დაიწყო ერთზე და ორი არის კიდევ საეჭვო, – ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირვლის” ეთერში კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას განაცხადა.
„გენომის სეკვენირება დაიწყო ერთზე და ორი არის კიდევ საეჭვო, სადაც ვეძებთ იმათ ნიმუშებს ხელმეორედ, ამ ადამიანებისგან ხელმეორედ უნდა იქნეს აღებული, რადგან პირველად ნიმუშში ეჭვი არის. აიღება ნიმუშები ხელმეორედ და კიდევ ორზე დაიწყება ეს კვლევა. ლუგარის ლაბორატორიის შესაბამის დეპარტამენტს უკვე აქვს დავალება მიღებული, რომ შესაბამისი პროტოკოლი გაკეთდეს, რომელ ჯგუფებზე ჩატარდეს ეს კვლევები, რადგან ეს გენომის სეკვენირება არ არის ყოველდღიური კვლევა და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა, როდესაც გენს მთლიანად შიფრავ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











