კლინიკური კვლევის მესამე ფაზის შედეგების მიხედვით, ინდური ვაქცინა „კოვაქსინი“ ვირუსის დელტა შტამის წინააღმდეგ 65.2%-ით ეფექტურია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „კოვაქსინი“ კოვიდის მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 93,4%-ით, ხოლო სიმპტომატურის დროს 77.8%-ით ეფექტურია.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში კორონავირუსის 30.45 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. კოვიდს 400,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











