ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის, სულ მცირე, 50%-ს მაინც აღენიშნებოდა ჭარბი წონა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდის გარდაცვალების შემთხვევების 90%-ი სწორედ იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ჭარბწონიანობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
კვლევა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობოდა.
„სამხრეთ კორეასა და იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლი საკმაოდ დაბალია, რადგან იქ ჭარბწონიან ადამიანთა რაოდენობა მცირეა“,- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ზედამხედველი, ტიმ ლობსტეინი.