მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, COVID – 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები, შედარებით შემცირდა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, მაინც მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.
ქვეყანაში, პანდემიის დაწყებიდან, კორონავირუსით, სულ 443 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლის დაახლოებით, 22% – 95 000-ზე მეტი ადამიანი, მიმდინარე წლის იანვარში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, CNN ავრცელებს.
იანვრის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერი, აშშ-სთვის, 77 000-ზე მეტი გარდაცვლილით, მეორე ყველაზე მომაკვდინებელი თვე იყო. მანამდე კი, ანტირეკორდი, თითქმის 61 000 დაღუპულით, აპრილის თვემ მოხსნა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ შტატებში, იანვარში, საშუალოდ დღეში 3 000-ზე მეტი იღუპებოდა.