კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„მცირე კვლევების პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, – განუცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა Financial Times-ს.
როგორც AstraZeneca-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, კვლევების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მისი ვაქცინა ნაკლებ დაცვას სთავაზობს დაავადების მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ.











