კვლევის წინასწარი მონაცემებით, ინდოეთის ადგილობრივი წარმოების კორონავირუსის ვაქცინა, Covaxin-ი 81%-ით ეფექტურია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კლინიკურ კვლევებში მონაწილებას 18-98 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 25 800 ადამიანი იღებდა. ინდოეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, Covaxin-ი, შესაძლოა, კოვიდის ბრიტანული შტამის მიმართაც ეფექტური იყოს.
Covaxin-ის მიმართ ინტერესი უკვე 40-მდე ქვეყანამ გამოხატა.











