21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე. თითქმის განუკურნებელი ვირუსი – სიძულვილის ვირუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა, სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, მიტევება, დათმობა, კულტურა, ტრადიცია, ადათი.
ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ვიპოვე – ეს სიყვარულია. გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, პატივი მოიხსენიეთ გარდაცვლილთა სულები, ყოველდღე თანდათან ნება-ნება შეიყვარეთ მეუღლეები, თავდადებით გიყვარდეთ შვილები და შვილიშვილები. განსაკუთრებით, თქვენი დიდი ოჯახი, თქვენი ქვეყანა,“ – განაცხადა კახიძემ.











