მე ეკლესიას როგორ შევბედავ რამეს, რაღაცის მოწოდებას. ეკლესია ჩემთვის საწყისთა საწყისია, – ამის შესახებ დეპუტატმა ლადო კახაძემ “ფორმულასთან” განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში ეკლესიის თანადგომა გააძლიერებდა.
“მე ეკლესიას როგორ შევბედავ რამეს, რაღაცის მოწოდებას. ეკლესია ჩემთვის საწყისთა საწყისია. უბრალოდ, ნებისმიერი წამალი რწმენით მიღებული გაცილებით ძლიერია. ეკლესიამ თქვა, რომ ჩვენ ვაქცინაციას არავის ვუკრძალავთო. ჩემთვის უხერხულია ამის მოწოდება. მე როგორ გავუბედო ეკლესიის მსახურს, რომ ასეთი მოწოდება გააკეთოს, მაგრამ მე გამაძლიერებდა მათი თანადგომა”, – განაცხადა ლადო კახაძემ.
ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია – საპატრიარქო










