საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით კახაძემ პარლამენტში ისაუბარა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
„ჩვენ გვაქვს ვებერთელა რესურსი მთელს მსოფლიოში გამორჩეული – ეს არის სასმელი წყალი. ამ სასმელი წყალის კაპიტალიზაცია და მისი ჩაყენება, დასაქმების კუთხითაც წაადგება ქვეყანას და მზად არის მეცნიერთა დიდი ინტელექტუალთა ნაწილი, თქვენთან მთელს მთავრობასთან ურთიერთობისთვის და რას ფიქრობთ სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე, რომელიც ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის ჩვენი ქვეყნისა და ბიუჯეტისათვის. რომელიც შემდგომ კარგად იქნება რეალიზებული სოციალურ სფეროში“, – აღნიშნა ლადო კახაძემ.










