მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში.
ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა ერთი და მძიმედ დაშავდა ორი მგზავრი.
ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და მოკვლევის სამუშაოებს ატარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი









