ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში.
შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს შეეჯახა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული ქვეითი ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











