ინციდენტი მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა თავისივე თანასოფლელი გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











