ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში, ორსული ქალი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალი ქუჩაში ხმაურზე გავიდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მას ცივი იარაღით, ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ უცნობი ქურდობის მიზნით იყო მისული.
დაჭრილი ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმებმა, ორსულს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი განმარტებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











