ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოველების ფერმას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ადგილობრივის, რუსტამ ქაზუმოვის საკუთრებაში არსებულ ცხოველების სადგომს გაუჩნდა.
ფერმის მფლობელი სადგომში, ხმელი ბალახს ინახავდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურებმა, ფერმაში მყოფი ცხოველები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებში, მეხანძრეები ცდილობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










