ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 9 თვის ბავშვს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია. ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვირუსი არ აქვთ,- ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„9 თვის ბავშვი გვყავს ინფიცირებული, დღეს მივიღეთ პასუხები. წყარო უცნობია ინფიცირების, რადგან ოჯახის წევრებს ვირუსი არავის ქონია, არც ახლობლებს. დღეს დავიწყებთ კონტაქტების მოკვლევას და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას,“- განაცხადა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, ლანჩხუთში ბოლო მონაცემებით 363 კოვიდინფიცირებულია, 24 საათში კი 17 შემთხვევა დადასტურდა. ინტენსიურ მკურნალობის კურსს 103 პაციენტი გადის, ხოლო გამოჯანმრთელდა 200-ზე მეტი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











