ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლის 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი „აჭარა ტექსტილის“ კლასტერს განეკუთვნებიან, რომლებიც ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდნენ.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„სკოლის ორი მოსწავლეა ინფიცირებული, 14 წლამდე ბავშვები. ისისნი „აჭარა ტექსტილის“ კლასტერს განეკუთვნებიან, მათი დაინფიცირება სწორედ ამ ფაბრიკის თანამშრომელი ოჯახისწევრებისგან მოხდა. დაწყებულია კონტაქტების მოკვლევა.“- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა.











