ლანჩუთში კლინიკა “მედალფას” სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურიდან მოწვეული ექიმია.
„კლინიკა „მედალფას“ სამი თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურიდან მოწვეული ექიმია, რომელიც პერიოდულად “მედალფას” კლინიკაში მუშაობს. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა ნორმალურია, სახლში გადიან მკურნალობის კურსს“, – აცხადებს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი.
შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის 87 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი; ნინე ულუმბელაშვილი











