ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი რვა თვის და ერთი წლის ბავშვებს დაუდასტურდათ. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ორი არასრულწლოვანი გვყავს ინფიცირებული. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები. ორივე მათგანის შემთხვევაში, ინფიცირების წყარო უცნობია“, – ამბობს მენაღარიშვილი.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











