ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 4 მოსწავლე და 3 მასწავლებელი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი ადასტურებს.
„რამდენიმე სკოლაში ბოლო დღეებში 4 მოსწავლე და 3 მასწავლებელი გვყავს ინფიცირებული. ასევე, კორონავირუსი ბაღის რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ლანჩხუთის ყველა სკოლა დღეიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ბაღებშიც“, – გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 82 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნენე ულუმბეგაშვილი











