ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაბა ნატანებში, სუფსის მუსიკალური სკოლის 6 პედაგოგს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„ინფიცირებული გვყავს სუფსის მუსიკალური სკოლის 6 პედაგოგი. თავდაპირველად ვირუსი ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურდა და როგორც ჩანს, მისგან მოხდა სხვა თანამშრომლების ინფიცირება. აღნიშნული ეპიდსიტუაციის გამო, სკოლამ ფუნქციონირება შეაჩერა“, – გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











