ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორ ექიმს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურდა.
„სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი მედდა გვყავს ინფიცირებული. კონტაქტების მოკვლევას დავიწყებთ, მათი თანამშრომლები მუშაობას 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას“,- განაცხადა მენაღარიშვილმა.
ლანჩუთის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, გურიის რეგიონში ჯამში 62 ახალი შემთხვევა.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











