ლანჩხუთში სუპერმარკეტ „მაგნიტის” ორ თანამშრომლს კორონავისრუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ადმინისტრაციას თანამშრომლების 72 საათიანი ტესტირების რეჟიმი შესთავაზეს, თუმცა ფილიალმა მუშაობის შეაჩერება არჩია.
ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს” ლანჩხუთის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
„მაგნიტის” ორი თანამშრომელია ინფიცირებული, ჩვენ ადმინისტრაციას შევთავაზეთ თანამშრომლებისთვის 72 საათიანი ტესტირების რეჟიმი, თუმცა, მათ მუშაობა შეაჩერეს, ალბათ რთულად მოეჩვენათ ამდენი საბუთების და ბიუროკრატიული ამბების მოგვარება, პლუს ფინანსური ხარჯი.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
სუპერმარკეტ „მაგნიტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სალომე გელაშვილია განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„მარკეტის ყველა კონტაქტირებული თანამშრომელი გაიტესტა და გადავიდა თვითიზოლაციაში. ფილიალში მუშაობის შეფერხება კი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებამ და ასევე ახალი პროდუქციის მიღებამ გამოიწვია. გურიის რეგიონში, ამ დროისთვის ყველა ჩვენი ფილიალი მუშაობს და ყველგან ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება საქმისწარმოება.”- გვითხრეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ლანჩხუთში 656 კოვიდინფიცირებულია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











