„2003 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგად გადადგა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 2020 წელს – ელენე ნიჟარაძე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მათთვის, ვინც წარსული წარმატებების მძევალია და 2020 წელს ჯიუტად ვერ არჩევს 2003 წლისგან, დამარცვლით გავიმეორებ, რომ 2003 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგად გადადგა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 2020 წელს – ელენე ნიჟარაძე“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.











