ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით, შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. (მორფინი, კოდეინი)“.
„გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპინტინი და მონოააცეტინი”,- აღნიშნავენ შსს-ში.
შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.











