ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
„ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ალბანეთი და კენია. ჩვენ ამ პანდემიას ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დავძლევთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე.
Government of #Latvia decided to provide #Covid19 vaccines to #Georgia #Moldova #Montenegro #Albania #Kenya. We can win fight against this pandemic together and in full solidarity with each other
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) July 6, 2021











