„მოვლენების არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში, ჩვენ ყველაზე მკაცრ ზომებს უნდა მივმართოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის სექტორალურ სანქციებს. ევროკავშირი ამისთვის მზად უნდა იყოს“, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე სრულად აგებს პასუხს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: დეესკალაციის მოწოდებით ორივე მხარეს არ მივმართავთ. მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც სამხედრო ზეწოლას ახორციელებს და სამხედრო ძალებს კრებს“, – განაცხადა მან.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ დღე-ღამეში 8-ჯერ დაარღვიეს.











