„ოპოზიცია ერთიანად არის იმ პოზიციაში რა პოზიციაც ნარჩუნდება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ერთიანობის შენარჩუნება .ვთქვათ რაც გუშინ მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რომელიც არ იყო ბოლომდე შეთანხმებული, რომელმაც შესაძლოა ასევე განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მესმის, პროტესტს ახლავს ასეთი გადახვევები და გართულებები.“ – ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ „ტვ-პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ლელო მზად არის ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხელისუფლებასთან დიალოგზე წავიდეს.
„იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორის პინაზე, რომ ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, რომ ერთმანეთთან გვქონდეს სრული კოორდინაცია და შეჯერებული პოზიცია. ეს შეჯერებული პოზიცია ნიშნავს იმას, რომ თუ კი საერთაშორისო ფასილიტაციით იქნება გარკვეული დიალოგი, რა თქმა უნდა ჩვენ დიალოგზე უარს არ ვამბობთ მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რომ იმ მოპარული ხმებით შედგეს რეალობა. ეს რელობა კი არის ძალიან დამახინჯებული.“ – განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.











