„ლელოს“ სიის პირველ ნომერსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს აჭარის უმაღლეს საბჭოში გენო თებიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც გენო თებიძე აცხადებს, მაღალი ტემპერატურის გამო ხუთი დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„გუშინ ჩავაბარეთ ტესტი და მამასთან ერთად დაგვიდასტურდა კოვიდ -19. გადავიღე კატე – რომელმაც ჩემთან 8 – 10 დაზიანება აჩვენა ფილტვების, საბედნიეროდ, მამას ფილტვები სუფთა აქვს, თუმც არის სხვა გართულებები.
რაც შეეხება ჩემი აქციაზე და სხვა ღონისძიებებზე არ დასწრების მიზეზი იყო თქვენი უსაფრთხოება ! მადლობა ყველას! იმედია ყველაფერი კარგად იქნება აქაც და სრულიად საქართველოში.“ – წერს გენო თებიძე სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











