მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ლენჯერში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.
ადგილობრივების განცხადებით, დროულად ვერ ხდება მათი საკვებით მომარაგება და დროში იწელება ეს პროცესი.
მათივე თქმით, მოსახლეობის საკვებით მომარაგება სოფელში მერის რწმუნებულის მურთაზ გულედანის ვალდებულებაა, რომელიც მესტიის ცენტრამდე უნდა გაყვეს მოსახლეობას, ის კი ამ პროცესის დროულად მართვას ვერ ახერხებს.
„დამოკიდებულნი ვართ მესტიის ბაზარზე და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“, – განმარტავენ ადგილობრივები.
მოსახლეობა აქციის გაგრძელებას ხვალ მესტიის ცენტრშიც გეგმავს. კორონავირუსის გავრცელების გამო სვანეთი 10 აგვისტოს ჩაიკეტა.
ავტორი: თეა შონია









