fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ლევან დავითაშვილი – ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ

14:02 აგვისტო 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით, რომელიც გულისხმობდა ჩაის რეაბილიტაციას. პროექტს ერქვა „ქართული ჩაი“ და ეს ზუსტად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, მისი მხარდაჭერით მოხდა, როდესაც დავიწყეთ, ზოგადად, ქვეყანაში ქართული ჩაის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ის ტრადიციული მიმართულებები, რომლითაც გურია იყო გამორჩეული, უნდა განვითარდეს.

„როდესაც ჩოხატაურზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ულამაზეს ბუნებაზე, ულამაზეს ლანდშაფტებზე და ეს ბუნებრივი პოტენციალი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, იმისთვის, რომ კეთილდღეობა შემოვიტანოთ და ეკონომიკას ხელი შევუწყოთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი. თქვენ ნიჭიერი ადამიანები ხართ და ალბათ ჩვენი პროგრამები მეტად უნდა იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, ჩვენ ვიმყოფებით ადგილას, საიდანაც გურიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის განვითარება დაიწყო. ყველას გვახსოვს ალბათ, რომ პირველი მცდელობები საქართველოში ჩაის კულტურის შემოტანის უკავშირდებოდა მიხა ერისთავს და ზუსტად ეს იყო ადგილი, სადაც ჩაის კულტურად პირველად გამოჩნდა და შემდგომში მან გურიის კეთილდღეობისთვის, ზოგადად, გურიის რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. ჩოხატაურზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, რომ ის ტრადიციული მიმართულებები, რომლითაც გურია იყო გამორჩეული, უნდა განვითარდეს.

ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით, რომელიც გულისხმობდა ჩაის რეაბილიტაციას. პროექტს ერქვა „ქართული ჩაი“ და ეს ზუსტად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, მისი მხარდაჭერით მოხდა, როდესაც დავიწყეთ, ზოგადად, ქვეყანაში ქართული ჩაის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. დღეს, ფაქტიურად, ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, გავერანებული, გატყეურებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს და ფაქტიურად მთელი სარეაბილიტაციო თანხა. ფაქტიურად 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოვახდინოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თეგები: ლევან დავითაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა

ნოემბერი 29, 2021
887
პოლიტიკა

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს – ლევან დავითაშვილი

აგვისტო 30, 2021
815
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: „წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს და ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“

აგვისტო 5, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია