fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ლევან ხაბეიშვილი პრემიერს – 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ

17:58 ივნისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
775
ნახვა

“6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით გამოდის.

„მე ფეხზე ავდგები. მინდა, რომ მთავრობის წევრებმა ყველამ დაინახოს – რაღაცები მინდა გაჩვენოთ. მაგალითად, ბატონო ირაკლი, 1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით, რომ ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ.

ბატონო ირაკლი, აქ არის 30 ათასი ლარი, დამრგვალებულია თქვენი ერთი თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ომის ვეტერანები. ასევე, 2,5 დოლარი და 1,9 დოლარი – ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში, 425.670 ლარი აბა რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი და მერე 71? ეს თანხა თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაიხადეთ 2 ავტომობილში. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღურად, რომ თქვენაირი ავტომობილი იყიდოს. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი – ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი.

ამ ფონზე, ასევე არ შემიძლია არ გაგახსენოთ ბატონო ირაკლი, თქვენი და, თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს. თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს. თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში, თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული. ამ ყველაფრის ფონზე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ტრიბუნაზე თქვენ ბევრი იტრაბახეთ, რომ თურმე წარმატებულ ქვეყანას აშენებთ და ამასობაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტიც გვყავს, თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხზე მზრუნველი მთავრობა ხართ?!“, – მიმართა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილევან ხაბეიშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია