„ლელოს“ ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე მთავრობას მოქალაქეებზე „კოვიდ-პასპორტის“ გაცემას სთავაზობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მთავრობამ ყველა მოქალაქეზე, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, გასცეს შესაბამისი „კოვიდ პასპორტი” და პირბადის ტარების ვალდებულების გარდა გაათავისუფლოს ყველანაირი შეზღუდვებისაგან, მათ შორის კომენდანტის საათისგან.
* მოსაზრება ეფუძნება:
1.სამედიცინო რეალობას, რომ ვაქცინირება და “ვირუსის გადატანა” ერთნაირ ეფექტს და შედეგს იძლევა ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულებისა და იმუნური რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბების თვალსაზრისით
2. შეზღუდვები გვჭირდება არა ადამიანების დასატანჯად და შეკეტვის, არამედ ეპიდემიის გონივრული მართვისათვის.
3. თუკი ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან “კოვიდპასპორტიანი” ტურისტების პჯრ ( PCR) და გარეშე შემოშვებას ვაპირებთ ქვეყანაში, რას ვერჩით მაშინ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და რატომ არ გამოვიყენოთ იგივე მექანიზმი ეკონომიკის მეტად გახსნისათვის. რას ფიქრობთ,“ – წერს ლევან კობერიძე.











